ფილმები ქართულად
» 3 ფაქტი ალფრედ ჰიჩკოკის შესახებ

3 ფაქტი ალფრედ ჰიჩკოკის შესახებ

loading...
1. მისი სამადლობელი გამოსვლა მხოლოდ ხუთი სიტყვისგან შედგებოდა

1967 წელს Irving G. Thalberg Memorial Award-ის დაჯილდოებაზე, სადაც მას ჯილდო გადასცეს შემოქმედებისთვის, რეჟისორის სამადლობელი გამოსვლა ხუთსიტყვიანი იყო. ეს სიტყვები იყო: ''მადლობას ვიხდი... დიდი მადლობა მართლა''.
ჰიჩკოკი 20 წლის განმავლობაში ხუთჯერ იყო წარდგენილი ოსკარის ნომინაციაზე, როგორც საუკეთესო რეჟისორი - ფილმებით: ''სამაშველო ნავი'', ''ეზოში გამავალი ფანჯარა'', ''ფსიქო'', ''რებეკა'' ''ეჭვი'' - თუმცა ნანატრი ჯილდო ვერ მიიღო და ზემოთხსენებულ ნომინაციაზე, სადაც როგორც იქნა დააფასეს, დიდად აღარ დახარჯულა მჭერმეტყველებით.



2. მას უყვარდა ბოროტი ხუმრობები

მეგობრები, თანამშრომლები და სამსახიობო ქასთიც მას უწოდებდა ''სხვის სისულელეებზე ხუმრობის მასტერს''. ჰიჩკოკს უყვარდა დაცინვა ხალხისთვის, რომლებიც ზედმეტად პომპეზურად ან არაკეთილსინდისიერად მიაჩნდა. ''39 საფეხურის გადაღებისას'' მან რობერტ დონატი და მადელეინ ქეროლი, ერთ-ერთი სცენის მიხედვით, ერთმანეთზე ბორკილებით მიაბა და შემდეგ მათ დააჯერა, თითქოს გასაღები დაკარგა. ორი საათის განმავლობაში მსახიობები ამ მდგომარეობაში იყვნენ და შემდეგ რეჟისორმა აღიარა, რომ ეს უბრალოდ უწყინარი ხუმრობა იყო.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხუმრობა ,,შედგა'' რეჟისორსა და მისი გუნდის წევრს შორის. მათ ერთმანეთს სანაძლეო დაუდეს, რომ ბნელ ოთახში გაატარებდნენ ღამეს და პარალელურად საშინელებათა ჟანრის ფილმი უნდა ჩაერთოთ დიდ ეკრანზე. სანამ პროცესს დაიწყებდნენ, ჰიჩკოკმა მეგობარს ცოტადენი არაყი შესთავაზა, რათა მხნეობა მომატებოდა და შედგომ დაძინებაც გამარტივებოდა. თუმცა მომდევნო დილას რეჟისორის ოპონენტმა და მთლიანად სამსახიობო ქასთმა შეიტყო, რომ ჰიჩკოკმა არაყი დიდი რაოდენობით საფაღარათო საშუალებით განაზავა. მომდევნო დღეს გუნდის წევრებმა მიაკითხეს რეჟისორის მსხვერპლს და ნახეს, რომ ის ისევ იქ იყო, თანაც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში.

3 ფაქტი ალფრედ ჰიჩკოკის შესახებ

3. ის ცდილობდა წიგნის ''ფსიქო'' ყველა ასლი ეყიდა, რათა არავის სცოდნოდა მისი ფინალი.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი თავისი მოულოდნელი ფინალით განსაკუთრებულად უყვარდა რეჟისორს. მას არ სურდა ფილმის გამოსვლამდე შეეტყო ხალხს დასასრულის შესახებ. ჰიჩკოკი მოხიბლული იყო შხაპის სასტიკი სცენით და იდუმალი მოლოდინებით, რაც წიგნში ამოიკითხა. ეს იყო მისი აღმოჩენა და დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება - შეექმნა ახალი პროექტი. მას სურდა მაყურებელს ისეთივე შოკი განეცადა ეკრანიზაციის ფინალით, როგორიც მან მიიღო წიგნის წაკითხვის შემდეგ. ალფრედ ჰიჩკოკმა თავის ასისტენტ - პეჯი რობერტსონს - დაავალა შეეძინა წიგნის ყველა ასლი, რომელსაც მაღაზიებში თუ უბრალო მიმწოდებლებთან იპოვიდა. ასისტენტმაც შეძლებისდაგვარად კარგად შეასრულა დავალება.

3 ფაქტი ალფრედ ჰიჩკოკის შესახებ


скачать dle 10.4фильмы бесплатно
3 ფაქტი ალფრედ ჰიჩკოკის შესახებ
ჟანრი:
---
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით
კომენტარის დამატება

უყურეთ ფილმებს ონლაინში - ყოველდღე ქართულად

საიტზე განთავსებულია ქართულად გახმოვანებული ფილმები და სერიალები რომლის ონლაინში ყურებაც შეგიძლიათ.

რეგისტრაცია