ფილმები ქართულად
» » კრიდი: როკის მემკვიდრეობა ქართულად / Creed / kridi: rokis memkvidreoba qartulad

კრიდი: როკის მემკვიდრეობა ქართულად / Creed / kridi: rokis memkvidreoba qartulad

loading...
ეს არის 29 წლის მოკრივის, ადონის ჯონსონ-კრიდის ისტორია. ის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის, აპოლო კრიდის შვილია, თუმცა მამას არასდროს იცნობდა, რადგან მისი ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ დაიბადა. ადონისს მემკვიდრეობით სახელოვანი მამის გვარის გარდა, მისი ნიჭიც ერგო, მაგრამ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს საუკეთესო მწვრთნელი სჭირდება. ვინ შეიძლება გაწვრთნას ახალგაზდა პერსპექტიული მებრძოლი, ყოფილი ჩემპიონის შვილი, თუ არა ადამიანმა, რომელმაც ეს ჩემპიონის ტიტული მამამისს ერთ დროს ღირსეულ ორთაბრძოლაში ჩამოართვა, შემდეგ კი მისი საუკეთესო მეგობარი გახდა. უფრო მეტიც, უფროსმა კრიდმა სწორედ მის ხელებში დალია სული რინგზე. რა თქმა უნდა ეს არის როკი ბალბოა. ასაკში შესული, დაქვრივებული, ფილადელფიის ღარიბ უბანში მცხოვრები ექს-ჩემპიონი, რომელიც ისე წავიდა სპორტიდან, რომ ეს ტიტული არავისთვის დაუთმია და რომელიც ჯორჯ ფორმანისა არ იყოს, ბოლოს რინგზე 10 წლის წინ, თითქმის 60 წლის ასაკში, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ გავიდა და 10 რაუნდს გაუძლო. ახლა ის პატარა რესტორნის მეპატრონეა, რომელიც მისი გარდაცვლილი მეუღლის, "ედრიანის" სახელს ატარებს. მათი ვაჟი უკვე ზრდასრული კაცია და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ბალბოას უახლოესი მეგობარი და ცოლისძმა პოლი კი ორიოდე წლის წინ დაიღუპა. როკი სრულიად მარტო დარჩა და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც 70 წელს მიტანებული ექს-ჩემპიონი სპორტდარბაზს შეიძლებოდა დაბრუნებოდა, სასწაული იყო, და ეს სასწაული ჰორიზონტზე მისი დიდი ხნის მეგობრის, აპოლო კრიდის შვილის გამოჩენა გახდა...скачать dle 10.4фильмы бесплатно
კრიდი: როკის მემკვიდრეობა ქართულად / Creed /  kridi: rokis memkvidreoba qartulad
8.6
წელი:
2015
ჟანრი:
რეჟისორი:
რაიან კუგლერი
როლებში:
სილვესტერ სტალონე, მაიკლ ბ. ჯორდანი, ტესა ტომპსონი, ფილისია რაშადი, ვუდ ჰარისი, ტონი ბელიუ ...
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით
კომენტარები:
კომენტარის დამატება

უყურეთ ფილმებს ონლაინში - ყოველდღე ქართულად

საიტზე განთავსებულია ქართულად გახმოვანებული ფილმები და სერიალები რომლის ონლაინში ყურებაც შეგიძლიათ.

რეგისტრაცია