Kinoebi.TV

ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი

КП 9.00
გთავაზობთ დაუვიწყარ სიტყვებსა და კადრებს გენიალური ჩარლი ჩაპლინის შედევრიდან:

ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი

"მაპატიეთ,მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა - ეს არაა ჩემი საქმე .. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე .. მინდა დავეხმარო ყველას , ვისაც შემიძლია - ებრაელს , წარმართს , ფერადკანიანსა და თეთრკანიანს.. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ , ადამიანები ასეთები ვართ..ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით.. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი.. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი , დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.. ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა.. სიხარბემ მოწამლა ადამიანის სულები , მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა.. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ.. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ , ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა , ნიჭიერებამ კი - მკაცრი და ბოროტი.. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას .. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად - სიკეთე და თავაზიანობა..ამ თვისებების გარეშე ცხოვრება სასტიკი გახდება და ყველაფერს დავკარგავთ.. თვითმფრინავმა და რადიომ უფრო დაგვახლოვა ერთმანეთს.. ასეთი გამოგონებები ჩვენში კარგ მხარეს აღვიძებს, გვიხმობს საყოველთაო ძმობისკენ , რათა ყველანი გავერთიანდეთ.. ამ მომენტში ჩემი ხმა მილიონობით ადამიანამდე აღწევს მთელ მსოფლიოში.. მილიონობით რწმენადაკარგულ მამაკაცამდე , ქალამდე და პატარა ბავშვამდე.. იმ სისტემამდე ,რომელიც აწამებს და აპატიმრებს უდანაშაულო ადამიანებს.. ვისაც კი ჩემის ესმის მივმართავ " ნუ დაკარგავთ იმედს".. ახლა ჩვენ თავზე უბედურება ტრიალებს , რაც იმ ადამიანთა სიხარბისა და სიმკაცრის გამოა, რომლებიც ადამიანური პროგრესის გზას უფრთხიან.. ადამიანთა სიძულვილი ჩაივლის და დიქტატორები დაიხოცებიან.. ის ძალაუფლება , რომელსაც ხალხისგან იღებენ , ისევ ხალხს დაუბრუნდება და სანამ ადამიანები იარსებებენ თავისუფლება არასოდეს გაქრება.. ჯარისკაცებო- ნუ ჩაუგდებთ თქვენს თავს ულმობელ ადამიანებს, მას ვისაც ეზიზღებით, ვინც გჩაგრავთ , ვინც განაგებს თქვენ სიცოცხლეს.. ვინ გეუბნებათ, რა აკათოთ , რა იფიქროთ და რა იგრძნოთ.. ვინც გწვრთნით და გკვებავთ ,საქონელივით გექცევათ , გიყენებთ საზარბაზნე ხორცად ..ნუ ჩავარდებით ამ შემზარავი ადამიანების ხელში , მანქანა-ადამიანების ხელში, რომელთაც მანქანის ტვინი და გული აქვთ!! თქვენ არ ხართ მანქანები !! თქვენ არ ხართ საქონელი !! თქვენ ადამიანები ხართ!! თქვენ თქვენს გულში ადამიანთა სიყვარული გაქვთ .. თქვენ არ გეზიზღებათ , ზიზღი იმათ აქვთ ვისაც არავინ უყვარს.. ჯარისკაცებო-ნუ იბრძლებთ დასამონებლად !! იბრძოლეთ თავისუფლებისთვის! წმინდა ლუკას სახარების მეჩვიდმეტე თავში წერია "ღმერთის სასუფეველი თვითომ თქვენშია".. არა ერთ ადამიანში , არა ადამიანთა ჯგუფში , არამედ ყველაში .. თქვენში.. თქვენ გაქვთ ძალაუფლება , ძალაუფლება ,რომ შექმნათ მანქანები , ძალაუფლება ,რომ შექმნათ ბედნიერება.. თქვენ გაქვთ იმის ძალაუფლება გახადოთ ეს ცხოვრება თავისუფალი დალამაზი , აქციოთ ის გასაოცარ თავგადასავლად .. მაშ, დემოკრატიის სახელით მოდი გამოვიყენოთ ძალაუფლება!! მოდი ყველანი გავერთიანდეთ!! ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოსთვის , წესიერი მსოფლიოსთვის , სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება იმუშაოს , რომელიც მოგცემთ მომავალს , ხოლო ხანდაზმულებს შეუქმნის უსაფრთხოებას.. ამ დაპირებების მოცემით ,ულმობელი ადამიანები ძლევამოსილნი გახდნენ , მაგრამ ისინი ტყუიან , ისინი არ ასრულებენ დაპირებას და ამას არასდროს იზამენ .. ისინი ითავისუფლებენ თავიაანთ თავს , მაგრამ იმონებენ ხალხს..მოდი ვიბრძოლოთ ამ დაპირებების ასასრულებლად..
ვიბრძოლოთ, რათა გავანთავისუფლოთ მსოფლიო, გადავლახოთ ეროვნული ბარიერები .. მოვაშოროთ სიხარბე , სიძულვილი და შეუწყნარებლობა..მოდი ვიბრძლოლოთ იმ მსოფლიოსთვის ,სადაც მეცნიერება და პროგრესი მთლიანად ადამიანის ბედნიერებისკენაა მიმართული .. ჯარისკაცებო - დემოკრატიის სახელით გავერთიანდეთ ყველა!''



ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი

ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი

ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი

ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი

ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი

ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი

ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი

ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი

ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი

ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი

ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი

скачать dle 10.4фильмы бесплатно
გადმოწერა
ჩარლი ჩაპლინი - დიდი დიქტატორი
ნახვები:
115
კატეგორია:
  • უყურეთ ონლაინში
  • მეორე ფლეიერი
  • თრილერი
loading...
ტრეილერის კოდი აქ
loading...
все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать