ფილმები ქართულად

ემილია კლარკი

ემილია კლარკი
მიუხედავად იმისა, რომ ემილია კლარკის თეატრალური ნამუშევრები საქვეყნოდაა ცნობილი და მის შესახებ არაერთხელ აღნიშნეს ევროპელმა კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა, ფართო აღიარება გოგონას მაინც, ტელე ეკრანებზე გამოსულმა პოპულარულმა სერიალმა - „სამეფო კარის თამაშებმა“, მოუტანა. მისმა სიფრთხილით შესრულებულმა დეიენერის ტარგარიანის როლმა, ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და საყვარელ გმირად აქცია ამ სერიალში. მას სურს, რომ თანაუგრძნონ და ამავდროულად საყვარელიც იყოს, რის დასტურიც გახლავთ ის, რომ უკვე, ტელესერიალის მერამდენე სეზონია, „დრაკონების დედის“ მშვენიერი და სამართლიანი სახის შექმნით, მსახიობი მსოფლიოს ასიათასობით მაყურებლის „დედაც გახდა“. ამ საკულტო რომანის ეკრანებზე გამოჩენით, ემილიამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიოპყრო და ხალხს კითხვა გაუჩინა: „რა სუნთქვა ჩაბერა მსახიობმა ასეთი მის პერსონაჟს, რომ ის ყველასათვის ასე საყვარელი გახდა?“ ამის ახსნას შევეცდებით იმ მწირი ინფორმაციებით, რაც ამ შესანიშნავი მსახიობის ირგვლივ მოვიპოვეთ.

ემილია კლარკი 1986 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა ხმაურიანსა და სიცოცხლით აღსავსე ლონდონში. ოღონდ ბავშვობა, ბრიტანეთის დედაქალაქისგან მოშორებით, პროვინციულ ბეკშირში გაატარა. ემილის დედა ბიზნესით იყო დაკავებული. მამა კი - ერთ-ერთ ადგილობრივ თეატრში ხმის რეჟისორად მუშაობდა. როგორც მსახიობი იხსენებს: ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში, დედამ პირველად მიიყვანა ის „მამის სამსახურში“. თეატრალურ კულისებს მიღმა არსებულმა მალულმა სამყარომ, ისე აღაფრთოვანა პატარა გოგონა, რომ ამიერიდან. ის მხოლოდ თეატრზე ფიქრითა და ოცნებით ცხოვრობდა.

ემილია ადრეული ასაკიდანვე შეიყვანეს ოქსფორდის წმინდა ედუარდის სახელობის სკოლაში. აქ ეზიარა ის სამსახიობო მუშაობის ფაქიზსა და ნატიფ ხელოვნებას. აქვე გამოვიდა პირველად სცენაზე, სადაც ორ თეატრალურ დადგმაში ითამაშა როლები.

სკოლის დამთავრებიდან ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ემილია ლონდონში დაბრუნდა. ის აქ ლონდონის დრამის ცენტრში (Drama Centre London) მოეწყო, სადაც ფაქტიურად მისი პროფესიონალ მსახიობად ჩამოყალიბება დაიწყო. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, ემილიამ ლონდონის თეატრის სცენაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

2007 წელს მსახიობმა ანა პეტროვას როლი მიიღო ანტონ ჩეხოვის პიესის „ველური თაფლი“ ადაპტაციაში. ამ როლის უბადლო სამსახიობო დებიუტმა ყველა კრიტიკოსისა და მასწავლებლის აღფრთოვანება გამოიწვია. ამიერიდან, ემილია ლონდონის დრამის ცენტრის ძირითადი შემადგენლობის მსახიობი გახდა.

იმავე წელს გოგონამ თავი გამოიჩინა კიდევ ერთ აღსანიშნავ დადგმაში, სადაც ელიზა დულიტლის როლი ითამაშა ბერნარდ შოუს პიესაში „პიგმალიონი“. ამ მომენტიდან, ბევრი რეჟისორი თავად უგზავნიდა მას სცენარებს, რათა ახალგაზრდა წარმატებულ მსახიობს მის სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა.

2008-2009 წლებში წლებში მსახიობმა მონაწილეობა მიიღო 8 განსხვავებულ წარმოდგენაში. მსახიობისთვის, ამ პერიოდის განსაკუთრებულად აღსანიშანავ ნამუშევრებს წარმოადგენს პიესები: „ემილია ჰალტონი“, „გაიღვიძე და იმღერე“ და „ზაფხულის ღამის სიზმარი“. ასევე თვალსაჩინო აღმოჩნდა მისთვის რუს რეჟისორებთან მუშაობაც: ოლეგ მირიშნიკოვის დადგმაში „რევიზორი“ და ვლადიმირ მიროდანომის „ცვლილება“ და „ჰამლეტი.“

2009 წელს, ჯერ კიდევ ლონდონის დრამის ცენტრის სტუდენტი ემილია კლარკი, პირველად გამოჩნდა ტელე ეკრანებზე. აქ მისი პირვრლ ნამუშევარს წარმოადგენდა სასკი მაიერის პატარა როლი სერიალში „Doctors“ - „ექიმები“. ვერ ვიტყვით იმას, რომ ეს სერიალი ჩავარდა, მაგრამ მას მსახიობისთვის დიდი აღიარება არ მოუტანია. რამდენიმე ხნის შემდეგ, გოგონამ კვლავ განაგრძო თეატრში მუშაობა. სწავლის დამთავრების შემდეგ, ემილიამ ლონდონი დატოვა და ლოს-ანჯელესში გაემგზავრა. აქ, კინოვარსკვლავთა ქალაქში, მან მუშაობა დაიწყო ჰოლივუდის ძველ Company Of Angels არაკომერციულ თეატრში. ამ დროს მსახიობი, პირველ და უკანასკნელ ნამუშევარს წარმოადგენდა პიესაში - „გრძნობა“. სადაც შესრულებული სახე, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

მცირეხნიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, გოგონამ კვლავ სცადა კინოში გამოჩენა. 2010 წლის დასაწყისში, მან ფილმში „Triassic Attack“ - „ტრიასული თავდასხმები“, სადაც ბედი, სავანის მამაცი და გაბედული ყმაწვილი გოგონას როლის შეასრულებაში სცადა, რომელიც წინ უნდა აღსდგომოდა მოულოდნელად გამოჩენილ დინოზავრებს. ამ როლმა მას დიდი წარმატება მოუტანა. მას უკვე შესთავაზეს დეიენერის ტარგანიანის როლი სერიალში „Game of Thrones“ - „სამეფო კარის თამაშები“. ეს როლი ემილიასთვის ნამდვილი გარღვევა შეიქნა. სერიალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა ამერიკულ ტელევიზიაში. მალე მისი ტრანსლაცია მსოფლიოს სხვადსხვა სახელმწიფოებმაც დაიწყეს. სერიალის პოპულარობასთან ერთად, იზრდებოდა ემილია კლარკის პოპულარობაც. აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „დრაკონების დედის“ როლზე სხვა მსახიობი, ტამზინ მერჩანტი იყო დამტკიცებული, მაგრამ მსახიობმა უცნობი მიზეზებით, თავისი ნებით, გადაღებების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში განაცხადა უარი როლზე.

უკვე ორი სერიის შემდეგ, ემილიას შესთავაზეს მეორე და მესამე სეზონების კონტრაქტი. რეჟისორები და კრიტიკოსები გაგიჟებულები იყვნენ მსახიობის საშემსრულებლო ოსტატობით და დაუფიქრებლად წარადგინეს ის ყველა შესაძლო სატელევიზიო პრემიაზე. ასე გამოჩნდა მის კოლექციაში EWwy Award სტატუა, რომელიც ჟურნალმა Entertainment Weeklу გადასცა და სხვა ჯილდოები.

20012 წელს ემილია კლარკი, Ask men-ის ვერსიით, „პლანეტის 99 ყველაზე სასურველ ქალთა“ სიაში მოხვდა.

რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, იგი 2012 წელს ხვდებოდა ჰოლივუდის ცნობილ რეჟისორსა და ანიმატორს სეთ მაკფარლეინს. მათი ურთიერთობა წარმატებით ვითარდებოდა, მაგრამ წყვილი 2013 წელს, მოულოდნელად, განხეთქილების გამო, ერთმანეთს დაშორდა. ზოგიერთი ჭორიკანა ჟურნალისტის აზრით, ამის მიზეზი, გოგონას მსახიობ კიტ ჰარინგტონთან კურკური გახდა, რომელსაც მაყურებელი ჯონ სნოუს სახელით იცნობს სერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“. რაც ოფიციალურად არ არის დასაბუთებული და არც რომელიმე მოხერხებული პაპარაცის კამერაზეა დაფიქსირებული.

მიღებული აქვს ჯილდოები დ წარდგენილი იყო ნომინაციებზე: 2011 - Scream Awards Breakout Performance – Female Game of Thrones Won Best Ensemble Nominated. Screen Actors Guild Award Outstanding Performance by an Ensemble in a Drama Series (shared with the cast) Nominated. 2012 - Gracie Awards Outstanding Female Rising Star in a Drama Series or Special Won Monte-Carlo Television Festival Outstanding Actress in a Drama Series Nominated. 2013 - Critics' Choice Television Award Best Drama Supporting Actress Nominated. Online Film & Television Association Award Best Supporting Actress in a Drama Series Won Primetime Emmy Award Outstanding Supporting Actress in a Drama Series Nominated. Satellite Award Best Supporting Actress – Series, Miniseries or Television Film Nominated. Screen Actors Guild Award Outstanding Performance by an Ensemble in a Drama Series (shared with the cast) Nominated SFX Awards Best Actress Won. 2014 - People's Choice Awards Favorite Sci-Fi/Fantasy TV Actress Nominated. Screen Actors Guild Award Outstanding Performance by an Ensemble in a Drama Series (shared with the cast).

ფილმები და სერიალები: 2010 – (ფილმი) Triassic Attack
2012 – (ფილმი) Spike Island
2012 – (ფილმი) Shackled
2013 – (ფილმი) Dom Hemingway
2015 – (ფილმი) Terminator Genisys
2015 – (ფილმი) Voice from the Stone
2009 - (სერიალი) Doctors
2011 - (სერიალი) Game of Thrones
2013 - (სერიალი) Futuramaскачать dle 10.4фильмы бесплатно
კარიბის ზღვის მეკობრეები: გარდაცვლილები ქართულად / Karibis Zgvis Mekobreebi : Gardacvlilebi Qartulad კარიბის ზღვის მეკობრეები: გარდაცვლილები ქართულად / Karibis Zgvis Mekobreebi : Gardacvlilebi Qartulad ჯეკ ბეღურა გაიგებს , რომ მასზე მისი ძველი არაკეთილმოსურნე კაპიტანი სალაზარი და მისი მოჩვენება პირატები ნადირობენ. ისინი ახლახანს გამოიქცნენ ეშმაკის
კაზანოვა ქართულად / CASANOVA / Kazanova Qartulad კაზანოვა ქართულად / CASANOVA / Kazanova Qartulad ჰიტ ლედჯერი ასრულებს ახალგაზრდა მამაკაცის როლს, რომელსაც ვენეციელი ლამაზმანი შეუყვარდება, ის ცდილობს სიყვარულის რეალური არსი შეიგრძნოს.
საზიზღარი მე 3 ქართულად / Despicable Me 3 / Sazizgari me 3 qartulad საზიზღარი მე 3 ქართულად / Despicable Me 3 / Sazizgari me 3 qartulad ყველასთვის საყვარელი ანიმაციის გაგრძელება მესამე ნაწილი უყურეთ პირველებმა ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან
ოჯახის კაცი ქართულად / A FAMILY MAN / Ojaxis Kaci Qartulad ოჯახის კაცი ქართულად / A FAMILY MAN / Ojaxis Kaci Qartulad თავებზე მონადირის ისტორია, რომლის პროფესიული და პერსონალური ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მისი ვაჟი მოულოდნელად ავად ხდება.
შენი სახელი ქართულად / YOUR NAME / Sheni Saxeli Qartulad შენი სახელი ქართულად / YOUR NAME / Sheni Saxeli Qartulad იაპონიის პროვინციაში მაცხოვრებელი გოგონა და ტოკიოში მაცხოვრებელი ბიჭი, აღმოაჩენენ რომ მათ შორის კავშირი არსებობს. ისინი ერთმანეთს ძილის დროს
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით
კომენტარები:
კომენტარის დამატება

უყურეთ ფილმებს ონლაინში - ყოველდღე ქართულად

საიტზე განთავსებულია ქართულად გახმოვანებული ფილმები და სერიალები რომლის ონლაინში ყურებაც შეგიძლიათ.

რეგისტრაცია