ფილმები ქართულად

ჯესიკა ბილი

ჯესიკა ბილი
ჯესიკა ბილი ტალანტი და ლამაზი გოგონაა. კინოში მის მიერ შესრულებული როლები ყოველთვის ნათელი და დამამახსოვრებელია, ამიტომ ის ყოველთვის გრძნობს პუბლიკის მისადმი განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიყვარულს.

მსახიობი აშშ-ს მინესოტას შტატის პატარა ქალაქ ილში დაიბადა მეწარმე ედვარდ ბილისა და დიასახლის ქიმბერლი ბილის ოჯახში. სამი წლის შემდეგ, ოჯახში მეორე ბავშვი ჯასთინი გაჩნდა. გოგონამ ბავშვობის გარკვეული დრო ტეხასის შტატის ქალაქ კონექტიკუტში და მინესოტის შტატის ქალაქ ილში გაატარა. ბოლოს, ოჯახი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდრენში დამკვიდრდა, რომელიც კოლორადოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. აქ გოგონა ახალ სკოლაში შევიდა, შემდეგ კი -სიმღერის გაკვეთილებზე ჩაეწერა. აღსანიშანავია, რომ სახელდობრ, ვოკალის გაკვეთილებმა განსაზღვრა მსახიობის მიყვანა თეატრალურ სცენაზე. ფერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში, ჯესიკა ქალაქ ბოულდრენის თეატრში რამდენიმე მუსიკალურ მიუზიკლში გამოჩნდა.

12 წლის ასაკში იგი, როგორც ქალაქის ერთერთი პერსპექტიული მსახიობი, მოდელებისა და ტალანტების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე გაგზავნეს. აქ გოგონა მსხვილი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლებმა შეამჩნიეს და სულ მალე მას ხელსაყრელი ხანგრძლივი კონტრაქტი შესთავაზეს. ამ მომენტიდან ახალგაზრდა ლამაზმანის ცხოვრება, რადიკალურად შეიცვალა. მას ხშირად იღებენ სხვადასხვა ვიდეო რგოლებში და სარეკლამო პოსტერებში ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა „Pringles“ და «Deluxe Paint».

რამდენიმე ხნის შემდეგ, მსახიობი კვლავ გამოჩნდა მიუზიკლში. ამჯერად იგი, დაბალ ანაზღაურებად სატელევიზიო ფილმში „ეს ციფრული სამყარო“ მოგვევლინა. ფილმი ეკრანებზე არ გამოსულა და დღესც მისი შემქმნელების არქივის თაროზეა შემოდობილი. 14 წლის ასაკიდან მსახიობმა დიდი ცნობადობა მოიპოვა. რამდენიმე წარუმატებელი სინჯის შემდეგ, ახალგაზრდა მსახიობმა მერი კედმენის როლი შეასრულა აარონ სპელინგის ტელესერიალში „მეშვიდე ცა“. რეჟისორებმა მაშინვე შენიშნეს გოგონას თვითმყოფადი სამსახიობო ნიჭი. ერთი წლის შემდეგ, მან ითამაშა პიტერ ფონდის შვილიშვილის როლი ფილმში „ულის ოქრო“. აქ უკვე ჯესიკაზე კრიტიკოსები ალაპარაკდნენ, რამაც ცნობილი პროდიუსერები აიძულა დაფიქრებულიყვნენ გოგონაზე, როგორც პერსპექტიულ მსახიობზე. მსახიობს მიანიჭეს „Young Artist Award“ პრემია. ამას გარდა, ცნობილმა ფირმამ «L’Oreal» აქვე შესთავაზა გოგონას გამხდარიყო მისი კომპანიის სარეკლამო სახე, რამაც დადებითად განსაზღვრა მსახიობის შემოსავალი და წინსვლა კარიერაში.

2000 წელს, 17 წლის ჯესიკა ბილი, ცნობილი ჟურნალისთვის «Gear» პოზირებს. ჯესიკას ეგონა, რომ ამის გამო, სერიალის კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებოდა, მაგრამ მოხდა პირიქით, მისი დიდი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა. ჯესიკა უკვე პოპულარული და საქვეყნოდ ცნობილი გახდა. ის კვლავ დაუბრუნდა სერიალ „მეშვიდე ცას“ და 2002 წლამდე მონაწილეობდა მის გადაღებებში.

მოგვიანებით მსახიობმა კვლავ დაუთმო დრო დიდ კინოს. 2001 წელს მისი დებიუტი შედგა ფილმში „Summer Catch“ , სადაც ის ეპიზოდურ როლს ასრულებდა. 2002 წელს ჯესიკა მიიწვიეს სურათში "he Rules of Attraction". აქ მას უნდა ეთამაშა ტელეშოუს გმირი იგივე მერი კედმენი. 2003 წელს მსახიობი ფილმში „Texas Chainsaw Massacre“ გვევლინება. ფილმმა კრიტიკოსთა განსაკუთრებული ყურადღება ვერ მიიქცია და მიუხედავად ამისა ამერიკულ კინო გაქირავებაში 80 მილიონი დოლარი შემოსავალი შეიტანა, მაშინ როცა ფილმის გადაღება 9 მილიონი დაჯდა. ჯესიკას უკვე წელიწადში რამდენიმე ფილმში იღებენ.

2006 წელს ჯესიკამ სოფის ედვარდ ნორტონის შეყვარებულის როლი შეასრულა მხატვრულ ფილმში „ილუზიონისტი“, რომლის რეჟისორია ნილ ბურგერი. ამ ფილმთან დაკავშირებით მსახიობმა ორი პრემია დაიმსახურა. 2007 წელს იგი გადაიღეს კინო სურათში „წინასწარმეტყველი“, სადაც ნიკოლას კეიჯის პარტნიორი იყო. 2008 წელს ტორონტოში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალში მხატვრული ფილმის „Easy Virtue“ -ის პრემიერაზე მიიღო მონაწილეობა. ფილმში ის გადაღებულია ბენ ბრანსსთან კრისტინ სკოტ თომასთან და კოლინ ფიორტთან ერთად.

2008 წელს, ჯესიკა ბილმა მსოფლიოს წარუდგინა სურათი „Hole in the Paper Sky“, რომელშიც იგი არა მარტო მსახიობად, არამედ პროდიუსერის რანგშიც მოგვევლინა. პროდიუაერის რანგში მოგვევლინა მსახიობი აგრეთვე, 2011 წელს ფილმში -„ვერძილა“ და 2013 წელს ფილმში - „ეშმაკი და ღრმა ცისფერი ზღვა“. 2015 წელს გადაიღეს ფილმში Nailed. თანამედროვე ცნობებით, იგი ერთ-ერთ უმდიდრეს ქალბატონად ითვლება თავის სფეროში აშშ-ში.

პირადი: თავისი შეგნებული ცხოვრება მსახიობმა ქალაქ ლოს-ანჯელესში გაატარა. 2006 წლამსე ჯესიკა თავის კოლეგა კრის ევანსთან იყო რომანით დაკავებული. წყვილი ერთად გადაიღეს ფილმებში „London“ და "Cellular". ამის შემდეგ, მან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა ადამ ლავორგნომთან, რომელიც ფილმში „მეშვიდე ცა“ თამაშობდა. შემდეგ, გემო გაუსინჯა „ნიუ-იორკ იანკიზ“ - ში მოთამაშე ვარსკვლავ დერეკ ჯეტერთან ურთიერთობას.

2007 წელს მსახიობმა სასიყვარულო სექსკავშირი დაამყარა ცნობილ ამერიკელ მომღერალსა და მსახიობთან, ჯასთინ ტიმბერლეიკთან. 2012 წელს მათ ქორწინების შესახებ ამცნეს საზოგადოებას. მსახიობმა ქორწინების რეგისტრაციისას ქმრის გვარიც მიიწერა, რაც შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის უჩვეულო მოვლენა გახლდათ. მსახიობი ამჟამად დოკუმენტებში ფიგურირებს სახელით ჯესიკა ბილ-ტიმბერლეიკი.
წყაროებიდან ინფორმაციები მოიპოვა და მასალა მოამზადა: ვაჟა ჩომახიძემ

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:
1994 - It's a Digital World
1997 - Ulee's Gold
1998 - I'll Be Home for Christmas
2001 - Summer Catch
2002 - The Rules of Attraction
2003 - The Texas Chainsaw Massacre
2004 - Cellular
2004 - Blade: Trinity
2005 - Family Guy
2005 - Stealth
2005 - London
2005 - Elizabethtown
2006 - The Illusionist
1996 - 2006 - 7th Heaven
2006 - of the Brave
2007 - Next
2007 - I Now Pronounce You Chuck & Larry
2008 - Hole in the Paper Sky
2008 - Easy Virtue
2009 - Powder Blue
2009 - Saturday Night Live Saturday Night Live
2010 - Valentine's Day
2010 - The A-Team
2011 - New Year's Eve
2012 - The Tall Man
2012 - Total Recall
2012 - Hitchcock
2012 - Playing for Keeps
2013 - Emanuel and the Truth about Fishes
2013 - The Devil and the Deep Blue Sea
2014 - Shiva and May
2015 - Nailedскачать dle 10.4фильмы бесплатно
კარიბის ზღვის მეკობრეები: გარდაცვლილები ქართულად / Karibis Zgvis Mekobreebi : Gardacvlilebi Qartulad კარიბის ზღვის მეკობრეები: გარდაცვლილები ქართულად / Karibis Zgvis Mekobreebi : Gardacvlilebi Qartulad ჯეკ ბეღურა გაიგებს , რომ მასზე მისი ძველი არაკეთილმოსურნე კაპიტანი სალაზარი და მისი მოჩვენება პირატები ნადირობენ. ისინი ახლახანს გამოიქცნენ ეშმაკის
კაზანოვა ქართულად / CASANOVA / Kazanova Qartulad კაზანოვა ქართულად / CASANOVA / Kazanova Qartulad ჰიტ ლედჯერი ასრულებს ახალგაზრდა მამაკაცის როლს, რომელსაც ვენეციელი ლამაზმანი შეუყვარდება, ის ცდილობს სიყვარულის რეალური არსი შეიგრძნოს.
საზიზღარი მე 3 ქართულად / Despicable Me 3 / Sazizgari me 3 qartulad საზიზღარი მე 3 ქართულად / Despicable Me 3 / Sazizgari me 3 qartulad ყველასთვის საყვარელი ანიმაციის გაგრძელება მესამე ნაწილი უყურეთ პირველებმა ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან
ოჯახის კაცი ქართულად / A FAMILY MAN / Ojaxis Kaci Qartulad ოჯახის კაცი ქართულად / A FAMILY MAN / Ojaxis Kaci Qartulad თავებზე მონადირის ისტორია, რომლის პროფესიული და პერსონალური ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მისი ვაჟი მოულოდნელად ავად ხდება.
შენი სახელი ქართულად / YOUR NAME / Sheni Saxeli Qartulad შენი სახელი ქართულად / YOUR NAME / Sheni Saxeli Qartulad იაპონიის პროვინციაში მაცხოვრებელი გოგონა და ტოკიოში მაცხოვრებელი ბიჭი, აღმოაჩენენ რომ მათ შორის კავშირი არსებობს. ისინი ერთმანეთს ძილის დროს
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით
კომენტარები:
კომენტარის დამატება

უყურეთ ფილმებს ონლაინში - ყოველდღე ქართულად

საიტზე განთავსებულია ქართულად გახმოვანებული ფილმები და სერიალები რომლის ონლაინში ყურებაც შეგიძლიათ.

რეგისტრაცია