ფილმები ქართულად

მაიკლ ფასბენდერი

მაიკლ ფასბენდერი
დაიბადა რა მამის სამშობლოში, გერმანიაში, მაიკლი 2 წლის ასაკში ირლანდიაში აღმოჩნდა, საიდანაც დედამისი იყო წარმოშობით. მამამ რესტორანი შეიძინა და შეფ-მზარეული გახდა. დედა კი - იქ უფროს მიმტანად მუშაობდა. მშობლები მთელ დროს რესტორანს უთმობდნენ. როცა მაიკლი წამოიზარდა, მშობლებს ეხმარებოდა: ავტომობილებს გადმოტვირთავდა ხოლმე და სამზარეულოშიც ტრიალებდა. მან ბავშვობიდანვე იცოდა, თუ რა ძნელი იყო ფულის შოვნა. ის არასოდეს გაუნებივრებიათ, განსაკუთრებით მანამ, სანამ საოჯახო ბიზნესი ფეხს მოიდგამდა. მაიკლს უფროსი და ჰყავს ქეთრინი. მის გარემოცვაში მცხოვრები ბიჭები, მსახიობზე გაცილებით უფროსები იყვნენ, ამიტომ მას მარტოობა უწევდა, რის გამოც მეოცნებე ბავშვი გახდა.

მაიკლი სასწავლებლად ჩვეულებრივ სკოლაში შეიყვანეს. მან პიანინოს, აკორდეონის და გიტარის დაკვრა ისწავლა. წარმოშობით გერმანელი ბიჭუნა, ბრწყინვალედ ფლობდა ამ ენას. მაიკლი როცა წამოიზარდა, ლონდონის დრამატული ცენტრის სკოლაში შეიყვანეს. როგორც უმეტეს წილად ხდება თანამედროვე მსახიობთა ცხოვრებაში, მაიკლმაც თავისი კარიერა - ტელესერიალებიდან დაიწყო. პირველი როლი ფასბენდერმა 1989 წელს შეასრულა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, სატელევიზიო ფილმებში გადაიღეს. მსახიობს იღებდნენ, მაგრამ ის ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობად რჩებოდა. 2001 წელს მან ითამაშა ფილმებში: „Band of Brothers“, „Holby City“, „witch“, „Carla“, „Murphy's Law“, „Hearts and Bones“.

2007 წელს მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „Angel“, რომელიც შეყვარებულ მწერალ ქალზე მოგვითხრობს. სწორედ, ეს სურათი გახდა მაიკლის პირველი აღიარების დასაწყისი. ფილმი ბრიტანეთის კინოფესტივალზე უჩვენეს. მსახიობი ამ დროს უკვე 29 წლის გახლდათ. კინოფილმში „300“, მის მიერ შესრულებული როლი, მართალია მთავარი არ ყოფილა, მაგრამ შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მსახიობი 10 კვირის მანძილზე სპორტულ დარბაზში ყოველდღიურად 4 საათი ვარჯიშობდა თავი რომ ძლიერად ეგრძნო. ფასბენდერი მაყურებელმა უკვე კარგად შეამჩნია. თვალდავსებული კრიტიკოსები კი ისევ დუმდნენ. ბლოკბასტერი კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი აღმოჩნდა. ეს 2006 წელს იყო. კრიტიკოსებმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 2008 წელს მიაქციეს მაიკლს ყურადღება ფილმში „Hunger“, სადაც მსახიობს ირლანდიელი არმიის ტყვე ჯარისკაცის როლი უნდა ეთამაშა. ამისთვის მას წონაში უნდა დაეკლო. რამდენიმე კვირის მანძილზე, გადაღების დასრულებამდე, ის მკაცრ დიეტაზე იჯდა. ამ დროისთვის, ის რაღაც 58 კგ-ს იწონიდა. ასეთ საქციელს სხვას ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ხელოვნებისთვის თავგანწირვას.

ამის შემდეგ, მსახიობს ბევრი საინტერესო შეთავაზებები ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ, რეჟისორ ქვენტინ ტარანტინოს ფილმში „Inglourious Basterds“, ლეიტენანტ არჩის როლი. ჰოლივუდი უკვე ხშირად იწვევს მსახიობს ყველაზე პოპულარულ პროექტებში. ფილმში „X-Men“ მან მაგნეტოს როლი ითამაშა. ამის გარდა, მან მონაწილეობა მიიღო ფილმში „Jane Eyre“. ზოგი კრიტიკოსის აზრით, მსახიობს ეკრანზე მკვეთრი სახეების შექმნა არ შეუძლია, არ ახასიათებს ინდივიდუალურობა. მაგრამ, მეორეს მხრივ, ისინი არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მაიკლს ყოველ ახალ ფილმში საოცარი გარდაქმნის უნარი აქვს. ამ თვისების წყალობით, პროდიუსერებსა და რეჟისორებს ძალიან უყვართ ეს მსახიობი და ხშირად იწვევენ მას თავიანთ პროექტებში.

ბოლო წლებში, მსახიობს ძირითადად მთავარ როლებში იწვევენ. აღსანიშნავია, რომ ის ამას ჩინებულად ართმევს თავს. მაიკლი სცენარის მიღებისას ცდილობს სხვადასხვა ჟანრის როლები შეარჩიოს. ის თამაშობს: სისხლიან პროექტებში, ბლოკბასტერებში და ფანტასტკურ თრილერებში. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი თავის ძირითად საცხოვრებლად ლონდონს მიიჩნევს, ყველაზე უფრო ხშირად მას ჰოლივუდის ფილმებში იღებენ. 2013 წელს ის გადაიღეს ფილმში „12 Years a Slave“, სადაც სადისტი მონათმფლობელის, ედვინ ეპსის როლს ასრულებს. ამ როლისთვის მსახიობი 2014 წელს „ოსკარზე“ წარადგინეს.

პ ი რ ა დ ი ორიათასიანი წლების დასაწყისში, როცა მაიკლი პრაქტიკულად არანაირ შეთავაზებებს არ ღებულობდა, რამდენიმე ხნით, თავი რომ ერჩინა ფაბრიკაში ყუთების გადმომტვირთავად მუშაობდა. ერთი პერიოდი, იმასაც ფიქრობდა, რომ მსახიობობაზე ხელი აეღო და მცირე საქმიანობას მიჰყოლოდა. მაგრამ იგი ასეთი ქმედებისგან ტელესერიალში „Hex“, შეთავაზებულმა აზაზელის როლმა იხსნა, რასაც წარმატებით გაართვა თავი.

2010 წელს მსახიობს მისმა ყოფილმა შეყვარებულმა უჩივლა სასამართლოში, რომელიც ცემისთვის კომპენსაციის სახით, 15 000 დოლარს მოითხოვდა. როგორც ცნობილია, საქმე აქამდე არ მისულა. მაიკლი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. ერთი წელი ის ზოუი კრავიტცთან ცხოვრობდა. მათ ერთმანეთი „X-Men“-ის გადაღებისას გაიცვნეს. ზოუი მაიკლზე 11 წლით უმცროსია. ასეა, თუ ისე, მაშინ ძალიან ლამაზი და ჰარმონიული წყვილი იყო. მაიკლის შემდეგი რომანტიკული გატაცება დაახლოებით ერთწლიანი აღმოჩნდა. მისი საყვარელი იყო მსახიობი ნიკოლ ბეჰარი. ცნობილია, რომ 2014 წელს მსახიობმა მადალინა გენეასთან დაიწყო შეხვედრები. მადალინა რუმინელი მსახიობი და მოდელია.

წყაროებიდან ინფორმაციები მოიპოვა და მასალა მოამზადა: ვაჟა ჩომახიძემ

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2007 - 300
2007 - Angel
2008 - Hunger
2008 - Eden Lake
2009 - Man on a Motorcycle
2009 - Blood Creek
2009 - Fish Tank
2009 - Inglourious Basterds
2010 - Centurion
2010 - Jonah Hex
2011 - Jane Eyre
2011 - X-Men
2011 - A Dangerous Method
2011 - Shame
2012 - Pitch Black Heist
2012 - Prometheus
2013 - 12 Years a Slave
2013 - The Counselor
2014 - Frank
2014 - Slow West
2015 - Trespass Against Us
2015 - Untitled Terrence
2015 - The Light Between Oceans
2015 - Macbeth
2015 - Steve Jobs
2016 - X-Men: Apocalypse
2016 - Assassin's Creed
2016 - en:Prometheus 2

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2001 - Hearts and Bones
2001 - Band of Brothers
2002 - NCS Manhunt
2002 - Holby City
2004 – 2005 - Hex
2005 - Murphy's Law
2005 - William and Mary
2006 - Agatha Christie's Poirot
2006 - Trial & Retribution: Sins of the Father
2008 - The Devil's Whoreскачать dle 10.4фильмы бесплатно
კარიბის ზღვის მეკობრეები: გარდაცვლილები ქართულად / Karibis Zgvis Mekobreebi : Gardacvlilebi Qartulad კარიბის ზღვის მეკობრეები: გარდაცვლილები ქართულად / Karibis Zgvis Mekobreebi : Gardacvlilebi Qartulad ჯეკ ბეღურა გაიგებს , რომ მასზე მისი ძველი არაკეთილმოსურნე კაპიტანი სალაზარი და მისი მოჩვენება პირატები ნადირობენ. ისინი ახლახანს გამოიქცნენ ეშმაკის
კაზანოვა ქართულად / CASANOVA / Kazanova Qartulad კაზანოვა ქართულად / CASANOVA / Kazanova Qartulad ჰიტ ლედჯერი ასრულებს ახალგაზრდა მამაკაცის როლს, რომელსაც ვენეციელი ლამაზმანი შეუყვარდება, ის ცდილობს სიყვარულის რეალური არსი შეიგრძნოს.
საზიზღარი მე 3 ქართულად / Despicable Me 3 / Sazizgari me 3 qartulad საზიზღარი მე 3 ქართულად / Despicable Me 3 / Sazizgari me 3 qartulad ყველასთვის საყვარელი ანიმაციის გაგრძელება მესამე ნაწილი უყურეთ პირველებმა ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან
ოჯახის კაცი ქართულად / A FAMILY MAN / Ojaxis Kaci Qartulad ოჯახის კაცი ქართულად / A FAMILY MAN / Ojaxis Kaci Qartulad თავებზე მონადირის ისტორია, რომლის პროფესიული და პერსონალური ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მისი ვაჟი მოულოდნელად ავად ხდება.
შენი სახელი ქართულად / YOUR NAME / Sheni Saxeli Qartulad შენი სახელი ქართულად / YOUR NAME / Sheni Saxeli Qartulad იაპონიის პროვინციაში მაცხოვრებელი გოგონა და ტოკიოში მაცხოვრებელი ბიჭი, აღმოაჩენენ რომ მათ შორის კავშირი არსებობს. ისინი ერთმანეთს ძილის დროს
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით
კომენტარები:
კომენტარის დამატება

უყურეთ ფილმებს ონლაინში - ყოველდღე ქართულად

საიტზე განთავსებულია ქართულად გახმოვანებული ფილმები და სერიალები რომლის ონლაინში ყურებაც შეგიძლიათ.

რეგისტრაცია