ფილმები ქართულად

ჯეიმს მაკევოი

ჯეიმს მაკევოი
მსახიობის მშობლები ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როცა ის 8 წლის იყო. ოჯახურ საბჭოზე გადაწყდა, რომ მისი და ჯოი, რომელიც შოტლანდიური ჯგუფის «Streetside» ვოკალისტია, აღსაზრდელად დედასთან დარჩენილიყო. ჯეიმსი კი - დედის მხრიდან ბებიასთან და ბაბუასთან გაუშვეს. მათ ძალიან უყვარდათ ბიჭი და ანებივრებდნენ. მსახიობმა მშობლების დაშორების შემდეგ, მამასთან კავშირი გაწყვიტა. ჯეიმსი კათოლიკურ სკოლაში შეიყვანეს. ბიჭი პარალელურად ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლებში ღებულობდა მონაწილეობას. მსახიობს მღვდლობა სურდა, მაგრამ შოტლანდიური ტრადიციის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო-ფეხოსანთა ძალებში აღმოჩნდა. ამის შესახებ, ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა: „ბავშვობაში, მღვდელი, მისიონერი მინდოდა გამოვსულყავი და შორულ აფრიკაშიც კი ვაპირებდი წასვლას, რომ იქ შიმშილით მომაკვდავი ხალხი მეხსნა, მაგრამ ერთხელაც ყველაფერი გადავიფიქრე. უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ ყოველდღიურად გამთენიისას 6 საათზე უნდა ავმდგარიყავი და მეტკეპნა ეკლესიის ალაგი. ცხადია, მე არ ვყოფილვარ მღვდლობის წინააღმდეგი, მაგრამ ფაქტიურად დილით ადრე ადგომის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ჩემთვის ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო!“

ამის შემდეგ ჯეიმსმა მტკიცედ გადაწყვიტა მსახიობობა. ბიჭის კლასში ერთხელ დევიდ ჰეიმანი შევიდა და გადღებების შესახებ რამდენიმე ამბავი მოჰყვა. მომავალ მსახიობს ეს ისტორიები იმდენად მოეწონა, რომ მან მაშინვე სთხოვა რეჟისორს მისთვის რაიმე როლი მიეცა. ასე გამოჩნდა 1995 წელს, 16 წლის მაქევოი ეკრანზე, ფილმში „The Near Roome“.

თუმცა, კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, მაქევოი ცნობისმოყვერეობის მიზნით მივიდა რეჟისორთან, რომელიც იმ დროს ფაკულტატურებს ასწავლიდა კათოლიკურ სკოლაში. მან გაიცნო ჯეიმსი და როლზე დაამტკიცა. აღსანიშნავია ის, რომ ფილმი გლაზგოში მიმდინარე ბავშვთა პროსტიტუციაზე მოგვითხრობს.

შემდეგ, ჯეიმსმა თავისი სამსახიობო ოსტატობის დახვეწა შოტლანდიის მუსიკისა და დრამის სამეფო აკადემიაში დაიწყო. მიუხედავად დიდი კონკურსისა, აკადემიაში ის თავისუფლად მოეწყო, რომელიც 2000 წელს დაამთავრა.

2001 წელს მსახიობმა მუშაობა დაიწყო ცნობილი და განუმეორებელი სთივენ სპილბერგის მინი-სერიალში „Band of Brothers“. ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მსახიობმა ალბათ, ფავნ ტუმნუსის ფილმში „The Chronicles of Narnia“ ითამაშა. ასეთივე საყურადღებო როლი შეასრულა მან სერიალში „Children of Dune“. პარალელურად უესლი გიბსონის როლი ითამაშა მძაფრსიუჟეტიან ფილმში „Wanted“. ეს ფანტასტიური კომიქსი რეჟისორ ტიმურ ბეკმამბეტოვის ჰოლივუდის სადებიუტო ნამუშევარი იყო. მსახიობი აქ ანჯელინა ჯოლისთან და მორგან ფრიმენთან ერთად თამაშობს ახალგაზრდა მსახურის როლს, რომელსაც მამის მკვლელობისთვის შურისძიება შესთავაზეს. ჯეიმსი კიდევ გადაიღეს მზატვრულ ფილმში „The Last King of Scotland“. აქ მან ახალგაზრდა ბიჭის როლი შეასრულა, რომელიც სახლში უსაქმურობით მოსაწყენი ცხოვრების გამო, აფრიკაში გაიქცა, სადაც უგანდის დიქტატორის, ამინას პირადი ექიმი გახდა. პრეზიდენტ ამინას როლისთვის მსახიობმა ფორესტ უითაკერმა „ოსკარი“ მიიღო. თუმცა, მაყურებელსა და კრიტიკოსებს ჯეიმსის თამაში უფრო მოეწონათ და ამიტომაც დაამახსოვრდათ ის.

მშენებელისა და მედდის შვილმა, რომელმაც თავისი კარიერა მინი ტელესერიალებში დაიწყო, სწრაფად მოიპოვა მსოფლიო აღიარება. მის დიდებას, დამატებითი პოპულარობა შესძინა რორი ო’შეის როლმა, დრამატულ ფილმში „Inside I'm Dancing“. ასევე აღსანიშნავია, მისი როლი ფილმში „X-Men: First Class“. ჯეიმს მაქევოი ერთ-ერთი კანდიდატი იყო ბილბოს როლზე, ჯონ ტოლკინის ადაპტაციისა - "ჰობიტი", მაგრამ შემდეგ, რატომღაც კონტრაქტი მარტინ ფრიმენთან გააფორმეს.

ამას გარდა, მსახიობი გადაღებულია ფილმებში: „Atonement“ და „Becoming Jane“. ორივე ფილმში შესრულებულმა როლებმა კინოკრიტიკოსები აღტაცებაში მოიყვანა. პირველ ფილმში, მას ღარიბის როლი შეხვდა, რომელიც ცდილობს სოციალურად მაღალ საფეხურზე ასვლას, მაგრამ ის უსამართლოდ დაადანაშაულეს. მეორე ფილმში კი - ის ღატაკი არისტოკრატის როლს თამაშობს, რომელსაც მისი გარემომცველი სამყარო მობეზრდა. ფილმში „Atonement“ ჯეიმსის პარტნიორი იყო ცნობილი მსახიობი კირა ნაითლი. ჯეიმსმა აქ შესრულებული როლისთვის პრესტიჟული პრემია „ოქროს გლობუსი“ აიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისთვის ჯეიმსმა, გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის პროფესიაზე - კინო მსახიობობაზე. მან განაცხადა: „მე სერიოზულად მაღელვებს ის ფაქტი, რომ ჰოლივუდში ვკარგავ ნიჭიერ მსახიობად ბოლომდე განვითარების შესაძლებლობას“-ო, რაშიც მისი აზრით, ხელს ბლოკბასტრები უშლიან. ისინი არ იძლევა იმის საშუალებას, სრულფასოვანი მსახიობი რომ გახდე-ო. ამის გამო, მან ბევრ კარგ როლზე განაცხადა უარი.

მსახიობმა ამერიკა დატოვა და სამშობლოში, შოტლანდიაში დაბრუნდა. მაშინ მან განაცხადა, რომ დაგეგმილი აქვს რამდენიმე ხნით მხოლოდ თეატრში ითამაშოს და გადასაღებ მოედანზე არ გამოჩნდეს. თუმცა, 2011 წელს მსახიობს ჩარლზ ქსავერის როლი მისცეს ტრილოგიის „X-Men“-ის პირველ ნაწილში.

პ ი რ ა დ ი ჯეიმს მაქევოიმ 9 წელი იცხოვრა თავის თანაკურსელ ემა ნელსონთან ერთად. შემდეგ შეყვარებულს დაშორდა და ლოთობას მიჰყო ხელი. ზუსტად ამ დროს დაემთხვა მისი შემოქმედებითი კრიზისი. მაგრამ ჯეიმსის ცხოვრება ფილმის «Shameless» გადაღების შემდეგ შეიცვალა. აქ ახალგაზრდა მსახიობმა, მსახიობი ანა-მარი მაქ დაფი გაიცნო, რომელიც მასზე 9 წლით უფროსი აღმოჩნდა. სახელდობრ, ანა-მარიამ ასწავლა ჯეიმს „ცხოვრების პატივისცემა“ და დაარწმუნა ბიჭი მის სამსახიობი ნიჭში. მაქევოი დეპრესიიდან გამოვიდა და კვლავ მტკიცედ დადგა ფეხზე. 2006 წელს მსახიობმა ხელი მოაწერა ანა-მარიასთან. 4 წლის შემდეგ, 39 წლის ცოლმა მას ვაჟიშვილი უშვა, რომელსაც ბრენდანი დაარქვეს. ცოლქმარი ცდილობდა საიდუმლოდ შეენახათ ორსულობა. ამიტომ ბავშვის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. მსახიობებმა ამ ბედნიერების შესახებ მაშინ გაიგეს, როცა ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე სეირნობისას, პაპარაცი წყვილს ბავშვთან ერთად გადააწყდა. საინტერესოა ის ამბავი, რომ ცოლის ორსულობის გამო, ჯეიმსამა უარი განაცხადა ეთამაშა სეთ როგენის ფილმში „I have cancer“. გადასაღებ მოედანზე მის ნაცვლად მსახიობის კოლეგა ჯოზეფ გორდონ-ლევითი გამოცხადდა.
წყაროებიდან ინფორმაციები მოიპოვა და მასალა მოამზადა: ვაჟა ჩომახიძემ

ფ ი ლ მ ე ბ ი:
1995 - The Near Roome
1997 - Regeneration
2001 - Lorna Doone
2002 - Bollywood Queen
2003 - Bright Young Things
2004 - Wimbledon
2004 - Inside I'm Dancing
2005 - The Chronicles of Narnia: The Lion, the Witch and the Wardrobe
2006 - The Last King of Scotland
2006 - Penelope
2006 - Starter for 10
2007 - Becoming Jane
2007 - Atonement
2008 - Wanted
2009 - The Last Station
2010 - The Conspirator
2011 - X-Men: First Class
2013 - Filth
2013 - Welcome to the Punch
2013 - Trance
2013 - The Disappearance of Eleanor Rigby
2014 - X-Men: Days of Future Past
2014 - The Disappearance of Eleanor Rigby
2015 - Frankenstein
2016 - X-Men: Apocalypse

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
1997 - 1997 - The Bill
2001 – 2001- Band of Brothers
2002 – 2008 - Foyle's War
2003 - Children of Dune
2003 - State of Play
2004 - 2005 - Shameless
2005 - ShakespeaRe-Toldскачать dle 10.4фильмы бесплатно
კარიბის ზღვის მეკობრეები: გარდაცვლილები ქართულად / Karibis Zgvis Mekobreebi : Gardacvlilebi Qartulad კარიბის ზღვის მეკობრეები: გარდაცვლილები ქართულად / Karibis Zgvis Mekobreebi : Gardacvlilebi Qartulad ჯეკ ბეღურა გაიგებს , რომ მასზე მისი ძველი არაკეთილმოსურნე კაპიტანი სალაზარი და მისი მოჩვენება პირატები ნადირობენ. ისინი ახლახანს გამოიქცნენ ეშმაკის
კაზანოვა ქართულად / CASANOVA / Kazanova Qartulad კაზანოვა ქართულად / CASANOVA / Kazanova Qartulad ჰიტ ლედჯერი ასრულებს ახალგაზრდა მამაკაცის როლს, რომელსაც ვენეციელი ლამაზმანი შეუყვარდება, ის ცდილობს სიყვარულის რეალური არსი შეიგრძნოს.
საზიზღარი მე 3 ქართულად / Despicable Me 3 / Sazizgari me 3 qartulad საზიზღარი მე 3 ქართულად / Despicable Me 3 / Sazizgari me 3 qartulad ყველასთვის საყვარელი ანიმაციის გაგრძელება მესამე ნაწილი უყურეთ პირველებმა ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან
ოჯახის კაცი ქართულად / A FAMILY MAN / Ojaxis Kaci Qartulad ოჯახის კაცი ქართულად / A FAMILY MAN / Ojaxis Kaci Qartulad თავებზე მონადირის ისტორია, რომლის პროფესიული და პერსონალური ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მისი ვაჟი მოულოდნელად ავად ხდება.
შენი სახელი ქართულად / YOUR NAME / Sheni Saxeli Qartulad შენი სახელი ქართულად / YOUR NAME / Sheni Saxeli Qartulad იაპონიის პროვინციაში მაცხოვრებელი გოგონა და ტოკიოში მაცხოვრებელი ბიჭი, აღმოაჩენენ რომ მათ შორის კავშირი არსებობს. ისინი ერთმანეთს ძილის დროს
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით
კომენტარები:
კომენტარის დამატება

უყურეთ ფილმებს ონლაინში - ყოველდღე ქართულად

საიტზე განთავსებულია ქართულად გახმოვანებული ფილმები და სერიალები რომლის ონლაინში ყურებაც შეგიძლიათ.

რეგისტრაცია