ფილმები ქართულად

ელენა აროსიევა

ელენა აროსიევა
ელენას შესანიშნავი მშობლები და დედმამიშვილი ჰყავს: ძმა პავლე, რომელსაც ინფორმატიკის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და - ოკსანა, რომელიც მსახიობზე 5 წლით უფროსია, საროვში ფარმაცევტად მუშაობს. მე-9 კლასამდე ელენა ესპანური ენის თარჯიმნობაზე ოცნებობდა, მაგრამ როცა თეატრალურ სტუდიაში დაიწყო სიარული, მსახიობის პროფესიაზე დაიწყო ფიქრი. სტუდიაში შესანიშნავი პედაგოგი, რუსეთის დამსახურებული არტისტი ემა ივანოვნა არსენიევნა ასწავლიდა, რომელიც ქალაქის დრამატულ თეატრში მუშაობდა. მან მოამზადა ელენა МХАТ-ის კინო-სტუდიაში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად. გოგონა პირველსავე მცდელობაზე გახდა სტუდენტი. ელენა ყოველთვის სპორტით იყო დაკავებული: კროსში ქალაქის ჩემპიონი იყო, შემდეგ ცურვამ გაიტაცა, ბოლოს კი - აერობიკამ. ამას გარდა, ის ვოკალურ სტუდიაშიც დადიოდა და 9 წლის ასაკიდან ცეკვით იყო დაკავებული.

2003 წლიდან ელენა «Сатирикон» -ის თეატრში მუშაობს. 2005 წელს კი - მან წარმატებით დაამთავრა МХАТ-ის სკოლა-სტუდიის კონსტანტინ რაიკინის დაოსტატების კლასი. 2005 წელს ის პირველად გადაიღეს ტელესერიალში «Люба, дети и завод». სერიალში «Моя Пречистенка», ახალგაზრდა მსახიობს მისი გმირის, აგნია ტიხომიროვას ასაკობრივი როლის შესრულებამ მოუწია: პირველად 30 წლის ასაკის და შემდეგ 50 წლის ასაკის. მსახიობს რთული გრიმები გაუკეთეს, გაუჭაღარავეს თმები, მაგრამ რაც მთავარია, ძალიან რთული ბედის ქალბატონის როლის შესრულებამ მოუწია: მას უნდა მოეძებნა ნამდვილი მიმიკები, სიარული, რაღაცნაირი დამახასიათებელი ჟესტები. მართლაც, გოგონამ ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ როლს.

სერიალში «Затмение», ელენა აროსიევა, თავდაპირველად, მთავარ როლზე გასინჯეს, მაგრამ ბოლოს, ლილია ტანია კორსაკმა ითამაშა, ელენას კი - ოლგა მილოვიდოვას როლი დარჩა, რომელიც ინტელიგენტი, კეთილი და გახსნილი გოგონაა. მსახიობმა ამის შესახებ აღნიშნა, რომ: „მე ოლგას როლი, როგორც მსახიობს ისე არ მითამაშნია, რადგან ცხოვრებაში ძალიან ვგავარ მას“. ელენა გადაღებულია ისეთ სერიალებში, როგორიცაა: «Проклятый рай», «Нулевой километр», «Райские яблочки», «Улыбка пересмешника». ამ უკანასკნელის პრემიერა რუსეთის 1 არხზე 2014 წლის შემოდგომაზე შედგა. ამასთან დაკავშირებით, მსახიობმა პირველი არხის გადაცემაში «Доброе утро», განაცხადა: «სერიალის გადაღებების დამთავრებამდე ორი თვით ადრე, მე ორსულად ვიყავი. ვცურაობდი ყინულივით ცივ წყალში, დავხტოდი კლდეებზე და ვჩხუბობდი. მაგრამ, მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავი. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყინულიან წყალში გადაღებისას რეჟისორმა და ოპერატორმა სოლიდარობა გამომიცხადეს და თავადაც შემოვიდნენ წყალში. როგორც ახლა მახსენდება, კიდევ იყო მომენტი, როცა შაბათ დღეს, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებების დაწყების წინ, ბავშვებით სავსე ავტობუსი მოვიდა. ძალიან ბევრი მაყურებელი შეგროვდა, მათ გამვლელებიც უერთდებოდნენ. გადასაღები სცენა ძალიან ემოციური იყო - მე ბავშვებს მართმევდნენ და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც თეატრში. მაშინვე ვიგრძენი მაყურებლისგან დიდი მხარდაჭერა - ისინი აპლოდისმენტებით მაჯილდოვებდნენ».

პ ი რ ა დ ი ელენა დაქორწინებულია. მისი ქმარი დიმიტრი პროფესიით შემოქმედია. მსახიობი თვლის, რომ ცოლ-ქმარს შორის აბსოლუტური ურთიერთგაგებაა. ამასთან, ის კიდევ დარწმუნებულია, რომ სხვა პროფესიის ადამიანთან მას ძალიან გაუჭირდებოდა ცხოვრება. ცოლ-ქმარი ერთად 2007 წლიდან ცხოვრობს. ერთხელ, დიმამ ელენას დაბადების დღეზე რომანტიული საღამო მოუწყო საფრანგეთში. გოგონასთვის ეს დაუვიწყარი საჩუქარი იყო. ელენა აღნიშნავს: «ჩემს გვერდით ისეთი ადამიანია, რომელთანაც არასოდეს მოიწყენ: მას იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს, მასთან ყოფნა ძალიან საინტერესოა. მე ახლა ძალიან ბედნიერი ვარ».

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა ოჯახი კარგა ხანს ცხოვრობდა დაქირავებულ ბინაში, შემდეგ კი - ელენემ სამოთახიან კომუნალურ ბინაში იყიდა ერთი ოთახი. უნდა ითქვას, რომ გოგონას მეზობლებში ძალიან გაუმართლა, რაც ასე პრობლემურია რუსეთში და მათთან მეგობრულ ურთიერთობაშია. ამასთან, სახლი თეატრთან ახლოს მდებარეობს.
წყაროებიდან ინფორმაციები მოიპოვა და მასალა მოამზადა: ვაჟა ჩომახიძემ

ფ ი ლ მ ე ბ ი:
Незнакомая земля (2007)
Нулевой километр (2007)
Смертельный диагноз (2008)
Самая лучшая бабушка (2009)
Окно (2011)
Упакованные (2013)

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
лыбка пересмешника (сериал, 2014)
Беловодье. Тайна затерянной страны (сериал, 2014)
Департамент (сериал, 2013)
Без срока давности (сериал, 2012)
Пока цветет папоротник (сериал, 2012)
Последний кордон. Продолжение (сериал, 2011)
Моя Пречистенка 2 (сериал, 2011)
Химик (сериал, 2010)
Дом образцового содержания (сериал, 2010)
Дом на Озерной (сериал, 2009)
Райские яблочки. Жизнь продолжается (сериал, 2009)
Последний кордон (сериал, 2009)
Деревенский романс (сериал, 2009)
Цепь (сериал, 2008)
Отряд (сериал, 2008)
Райские яблочки (сериал, 2008)
Проклятый рай 2 (сериал, 2008)
Одна ночь любви (сериал, 2008)
Затмение (сериал, 2007)
Срочно в номер (сериал, 2007)
Проклятый рай (сериал, 2006)
Рублевка Live (сериал, 2005)
Люба, дети и завод… (сериал, 2005 – 2006)скачать dle 10.4фильмы бесплатно
კარიბის ზღვის მეკობრეები: გარდაცვლილები ქართულად / Karibis Zgvis Mekobreebi : Gardacvlilebi Qartulad კარიბის ზღვის მეკობრეები: გარდაცვლილები ქართულად / Karibis Zgvis Mekobreebi : Gardacvlilebi Qartulad ჯეკ ბეღურა გაიგებს , რომ მასზე მისი ძველი არაკეთილმოსურნე კაპიტანი სალაზარი და მისი მოჩვენება პირატები ნადირობენ. ისინი ახლახანს გამოიქცნენ ეშმაკის
კაზანოვა ქართულად / CASANOVA / Kazanova Qartulad კაზანოვა ქართულად / CASANOVA / Kazanova Qartulad ჰიტ ლედჯერი ასრულებს ახალგაზრდა მამაკაცის როლს, რომელსაც ვენეციელი ლამაზმანი შეუყვარდება, ის ცდილობს სიყვარულის რეალური არსი შეიგრძნოს.
საზიზღარი მე 3 ქართულად / Despicable Me 3 / Sazizgari me 3 qartulad საზიზღარი მე 3 ქართულად / Despicable Me 3 / Sazizgari me 3 qartulad ყველასთვის საყვარელი ანიმაციის გაგრძელება მესამე ნაწილი უყურეთ პირველებმა ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან
ოჯახის კაცი ქართულად / A FAMILY MAN / Ojaxis Kaci Qartulad ოჯახის კაცი ქართულად / A FAMILY MAN / Ojaxis Kaci Qartulad თავებზე მონადირის ისტორია, რომლის პროფესიული და პერსონალური ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მისი ვაჟი მოულოდნელად ავად ხდება.
შენი სახელი ქართულად / YOUR NAME / Sheni Saxeli Qartulad შენი სახელი ქართულად / YOUR NAME / Sheni Saxeli Qartulad იაპონიის პროვინციაში მაცხოვრებელი გოგონა და ტოკიოში მაცხოვრებელი ბიჭი, აღმოაჩენენ რომ მათ შორის კავშირი არსებობს. ისინი ერთმანეთს ძილის დროს
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით
კომენტარები:
კომენტარის დამატება

უყურეთ ფილმებს ონლაინში - ყოველდღე ქართულად

საიტზე განთავსებულია ქართულად გახმოვანებული ფილმები და სერიალები რომლის ონლაინში ყურებაც შეგიძლიათ.

რეგისტრაცია