ფილმები ქართულად
» » დასამახსოვრებელი ციტატა ფილმიდან ,,შვიდი'' (Se7en)

დასამახსოვრებელი ციტატა ფილმიდან ,,შვიდი'' (Se7en)

loading...
- რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანს თავისი სამუშაო მოსწონს, არ უარვყოფ იმას, რომ მინდოდა ცოდვა ცოდვილთა წინააღმდეგ მიმემართა.
- ერთი წუთით, მეგონა რომ უდანაშაულო ხალხს კლავდი.
- უდანაშაულო? ეს რა ხუმრობაა ? ის საზიზღარი მსუქანი კაცი, რომელსაც დგომა არ შეუძლია, რომელზედაც ქუჩაში დანახვისას მეგობრებს მიუთითებ იმისთვის, რომ დასცინონ, ანდა, რომელსაც მაშინ შეამჩნევ, როდესაც ჭამ და საჭმელს ბოლომდე ვერ ამთავრებ, იმაზე ლაპარაკობ? ან ის ადვოკატი, უეჭველია გულის სიღრმეში მადლობელი ხართ ჩემი, ის კაცია, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ფულს ტყუილით შოულობდა და ცხოვრობდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოძალადეები და მკვლელები ქუჩაში დაეტოვებინა, გაენთავისუფლებინა. ის ქალი კი იმდენად საზიზღარია შინაგანდ, რომ საერთოდ ვერ იცოცხლებდა გარეგნულად მშვენიერი რომ არ ყოფილიყო. ნარკოტიკებით მოვაჭრე, პედარასტი ნარკოტიკებით მოვაჭრე და ის ბოზიც არ დაივიწყოთ, რომლებიც ავადმყოფობებს ავრცელებს. მხოლოდ ასეთ დამპალ სამყაროში შეიძლება თქვა ისინი უცოდველნი არიან და ეს სიცილის გარეშე სთქვა. საქმეც სწორედ ის არის, ყოველ კუთხეში მომაკვდინებელ ცოდვას ვხედავთ, ყოველ სახლში და ვითმენთ ამას, ვითმენთ, რადგანაც ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ვითმენთ ამას დილით, შუადღეს და საღამოს. მაგრამ მეტს აღარ მოვითმენთ, მე მივცემ მაგალითს, ხალხი მერე ჩაფიქრდება იმაზე რაც გავაკეთე შეისწავლის და ჩემს მაგალითს მიბაძავს, ყოველთვის დაიმახსოვრეთ.
- შენ მესია არა ხარ? შენ უბრალოდ კომედია ხარ, მახინჯი სიფათით.
- იმ ხალხის შეცოდებას ნუ მთხოვ მათ ისევე არ დავსტირი, როგორც არ დავსტირი იმათ ვინც სოდომსა და გომორაში მოკვდა
- ესეიგი ჯონ რასაც აკეთებდი ღვთის ნება იყო ?
- შეუცნობადია ზრახვანი უფლისანი.

დასამახსოვრებელი ციტატა ფილმიდან ,,შვიდი'' (Se7en)

დასამახსოვრებელი ციტატა ფილმიდან ,,შვიდი'' (Se7en)

დასამახსოვრებელი ციტატა ფილმიდან ,,შვიდი'' (Se7en)

დასამახსოვრებელი ციტატა ფილმიდან ,,შვიდი'' (Se7en)

დასამახსოვრებელი ციტატა ფილმიდან ,,შვიდი'' (Se7en) скачать dle 10.4фильмы бесплатно
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

უყურეთ ფილმებს ონლაინში - ყოველდღე ქართულად

საიტზე განთავსებულია ქართულად გახმოვანებული ფილმები და სერიალები რომლის ონლაინში ყურებაც შეგიძლიათ.

რეგისტრაცია